10 September, 2025

მხედრული (EN)

მხედრული

მხედრული - ჯირითი, მოქნილობა და სიმამაცე.

ქართველები ოდითგანვე ცნობილი მოჯირითეები და საოცარი მხედრები იყვნენ. ისტორიული ცნობებით იბერიის მეფეებს ხშირად უხდებოდათ მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად რომს გამგზავრება. ცნობილი ისტორიული აქტია– იბერთა მეფის ფარსმანის და მისი ვაჟის საოცარი ჯირითით და აკრობატული მოძრაობებით მოხიბლულმა რომის იმპერატორმა ადრიანემ მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის მონუმენტი დადგა. სწორედ მხედრების თავბრუდამხვევი სისხარტე, მოქნილობა და სირთულეებთან ჭიდილია გადმოცემული ამ საოცარ ცეკვაში. მხედრული და აკრობატული ტიპის საცეკვაო ნიმუშები, არა მხოლოდ ერის ფიზიკურ და მხატვრულ უნარებს ასახავს, არამედ ქმნის სიმბოლურ სივრცეს, სადაც ისტორიული რეალობა სცენური სიმბოლიზმითაც გამოიხატება. ქართველი მოჯირითე ოსტატობით და გრაციოზული მოძრაობით, თითქოს მსოფლიო სცენას იპყრობს, ინარჩუნებს ქართულ სულიერებას და ინდივიდუალურობას აქცევს ქორეოგრაფიულ ნიმუშად.

დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;

კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.

 

News

See all