ნარნარი
ნარნარი - ორნამენტული ჰარმონია
ცეკვა „ნარნარი“ ქალთა გრაციოზულობის, ჰაეროვნების და ლირიზმის ჩვენებაა. მას არ აქვს სიუჟეტური დატვირთვა. აქ ჩანს ქალთა ელეგანტური პლასტიკა, მოზომილი მიხვრა-მოხვრა, ამაღლებული დამოკიდებულება საკუთარი მშვენიერებისადმი. მოცეკვავები თავისუფალი სრიალით და მანდილების ჰაეროვანი მოძრაობით ღრუბლებში მოფარფატე არამიწიერ არსებებს მოგვაგონებენ. ნახაზის ორნამენტული ცვალებადობა, სიმშვიდისა და ჰარმონიის გრძნობას ბადებს მაყურებელში. ეფემერული არსებები ერთ ამოსუნთქვაზე ქრებიან.
დამდგმელი ქორეოგრაფი - ენვერ ხაბაძე, თანამედროვე რედაქცია თეიმურაზ ბოლქვაძე;
კოსტიუმების მხატვარი-იამზე დოლაბერიძე.
Close