10 September, 2025

სიმდი (EN)

სიმდი

ოსური ცეკვა „სიმდი“   -  მონუმენტური სიმშვიდე

 

ოსური ცეკვა „სიმდი“ არა მხოლოდ ენისა და კულტურის საზღვარს ფარავს, არამედ გრძნობს და გადმოსცემს ქართველი და ოსი ხალხის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირსა და ურთიერთგაგებას. მისი წარმართული ფესვები და ლეგენდარული ისტორია ასახავს თავდაპირველ, რიტუალულ, მამაკაცთა საბრძოლო ცეკვას, რომელიც ნართების დღესასწაულზე ტრადიციულად სრულდებოდა. დროთა განმავლობაში „სიმდი“ გარდაიქმნა საყოველთაო, ქალ-ვაჟთა სატრფიალო ცეკვად, სადაც ჰარმონიულად ერწყმის საბრძოლო და ლირიკული ელემენტები.

„ტიმბილ სიმდის“ წრიული ფიგურები, სიმბოლურად ცვლის სამყაროს უკვდავ ციკლურობას, ხოლო „ნაგუაი სიმდის“ ხაზოვანი მოძრაობები, წრფივი მიმართულებებით, ავლენენ განსაზღვრულ მიზანს და ერთიანობას. ეს ორი ელემენტი ქმნის ცეკვის კომპოზიციურ მთლიანობას და აძლევს მას სიმბოლურ მნიშვნელობას, რომელიც ასახავს საერთო მიზანს, ძალას და სიყვარულს, რაც ერთიანად აცოცხლებს ხალხს.

ცეკვის მოხდენილი პლასტიკა, სინქრონული მოძრაობები და ემოციური სიღრმე მაყურებელს სულიერ სიმშვიდესა და გარშემო მდგარი ადამიანების გამთლიანების განცდას ბადებს. „სიმდი“ არის გაცოცხლებული დიალოგი წარსულსა და დღევანდელობას შორის, სადაც თითოეული ფიგურა სიყვარულისა და ერთობის ენის პოეტურ მეტაფორად იქცევა.

ეს ცეკვა ძალა და ჰარმონიაა, რომელიც ისტორიასა და ტრადიციას ცოცხლად ინარჩუნებს და მომავალ თაობებს მეგობრობის, ერთობისა და ურთიერთპატივისცემის უნიკალურ გზას სთავაზობს.

დამდგმელი ქორეოგრაფი 0თეიმურაზ ბოლქვაძე;

კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.

 

News

See all