სვანური ცერული
სვანური ცერული-ტრადიცია სხეულში
„ცერული“ — სვანური წარმოშობის უნიკალური ვაჟური ხალხური ცეკვაა, რომელიც მთიელი ქართველების ხასიათსა და ცხოვრების წესს გადმოსცემს. ცეკვა გამოირჩევა ტექნიკური სირთულით, მკვეთრი რიტმულობითა და ძლიერ ენერგეტიკულ დატვირთვით. ანსამბლის რეპერტუარში დადგმული ცერული ჯგუფურია და შეჯიბრის ხასიათს ატარებს, სადაც მოცეკვავენი ეჯიბრებიან ერთმანეთს სიზუსტესა და გამძლეობაში.
ცეკვას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს მოცეკვავეთა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა, რომელიც სრულად ასახავს პირქუში, გოგროზი და თავშეკავებული სვანის ხასიათს. მოძრაობათა სიზუსტე, ცერებზე ოსტატურად სირბილი, ნახტომები, ბრუნვები და ზეხტომიდან ცერზე რბილად დადგომა, სხეულის მწყობრი კონტროლი და თავდაჭერილობა ქმნის იმ ენერგეტიკულ ველს, რომელიც ცხადად წარმოაჩენს ცეკვის კულტურულ ღირებულებასა და უძველეს ტრადიციებზე დაფუძნებულ ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას. მოცეკვავეთა შესრულებაში ნარჩუნდება ცეკვისთვის დამახასიათებელი დახვეწილი, თავშეკავებული ესთეტიკა.
დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;
კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.
Close