ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრი  შეიქმნა 2008 წელს ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის ბაზაზე.

წლების განმავლობაში ცენტრს შემოუერთდა სხვადასხვა ჟანრის საკონცერტო კოლექტივები. 2025 წლისათვის კულტურის ცენტრი წამოადგენს შემადგენლობას:

  1. ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“

  2. სიმებიანი კვარტეტი

  3. სასულე ორკესტრი

  4. ქალთა აკადემიური კამერული გუნდი

  5. ჯაზ-ბიგ ბენდი

  6. ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი

  7. ვოკალური ანსამბლი

  8. ჯგუფი „GEO PLANET“

კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაშია: კულტურის ცენტრთან არსებული ბავშთა შემოქმედებითი სტუდიების მართვის სამსახური და ეთნიკური უმცირესობების პროგრამების და ღონისძიებების მართვის სამსახური.

დაარსებიდან დღემდე ამაღლდა ცალკეული კოლექტივის შემოქმედებითი და საშემსრულებლო დონე. რასაც მოწმობს ის ფაქტი რომ მიენიჭათ აკადემიური წოდება.

კულტურის ცენტრი ერთერთი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი კერაა რომელიც დიდ როლს ასრულებს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციისათვის არა მარტო ბათუმში და საქართველოს მაშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.