Description ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიმდებარედ აღინიშნება. 11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. ჩატარდება საბავშვო კონცერტი ბათუმში მოქმედი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით. გაიმართება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სახეზე მოხატვა. ტერიტორიაზე მოეწყობა ფოტო სტენდები, გარემო მოირთვება ჰელიუმის ბუშტებითა და ალმებით. 1 ივნისს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება. Buy Ticket View location