ეთნო ფოლკ-როკ ჯგუფი ,, GEO PLANET’’ დაარსდა 2009 წელს. მისი დამაარსებელი, გიტარისტი, კომპოზიტორი, არანჟირებების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი ედიშერ ლომაძეა. ჯგუფის პირველი წევრები იყვნენ: ნიკო ბერიძე, თეო ჩიტიშვილი, გიორგი ბერიძე, ირაკლი ჯანაშია, იასონ ხომერიკი, როლანდ შალიკაძე, პაატა ორაგველიძე. 2010 წელს ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო კონკურს ,, ბათუმზე შექმნილი სიმღერების კონკურსი’’-ზე, სადაც 2000 ზე მეტ სიმღერას შორის ფავორიტ 15 გამარჯვებულ სიმღერას შორის მოხვდა, ფრიდონ ხალვაშის ტექსტზე და ედიშერ ლომაძის შექმნილი სიმღერა.

ჯგუფმა თავისი პირველი ალბომი 2011 წელს გამოუშვა

2011 წლიდან ჯგუფი მონაწილეობდა რიგ საქველმოქმედო ღონისძიებებში, სადაც მხარდარდამჭერებს შორის იყვნენ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის უმაღლესი საბჭო,კულტურის სამინისტრო. სპეციალურად ამ კონცერტებისთვის, გერმანიიდან რამოდენიმეჯერ იქნა მოწვეული, ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი და მომღერალი BRANDON STONE იგივე ბესიკ შპეტიშვილი.

2013 წელს ჯგუფი, ,,საქართველო ბრანდენბურგის საზოგადოების’’ მიწვევითდა ქალაქ ბათუმის მერიის დახმარებით  იმყოფებოდა საგასტროლო ტურში გერმანიაში, სადაც კონცერტები გამართა, ქალაქ ბილიფელდში, პოცდამში და ბერლინში. ამ დროს ჯგუფს უკვე ახალი ვოკალისტები ყავდა, უნიჭიერესი და იშვიათი ხმის პატრონი მიშო სულუხია და მარი კალანდაძე.

2013 წლის ბოლოს ჯგუფს შემოუერთდა სატელევიზიო კონკურს ,,საქართველოს ვარსკვლავი“ -ს გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე. ამავე წელს ჯგუფმა იმუშავა გია ყანჩელის ყველასთვის ცნობილი სიმღერის ,,ჰერიო ბიჭებო“-ს რიმეიქზე. არანჟირება, ჩაწერა, მიქსი და მასტერინგი ეკუთვნის მუსიკალურ პროდიუსერს, ედიშერ ლომაძეს. შექმნილმა ვერსიამ დიდი მოწონება დაიმსახურა თავად ავტორის ბატონი გია ყანჩელის და ასევე ბევრი პროფესიონალ შემფასებლის მიერ.

2014 წელს ჯგუფი ,,GEO PLANET’ გახდა ქალაქ ბათუმის მერიასთან არსებული ,, ბათუმის კულტურის ცენტრი’-ს ერთერთი შემადგენელი შემოქმედებითი რგოლი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლუკა ზაქარიაძე-ვოკალი, ედიშერ ლომაძე- სოლო გიტარა, ჯგუფის მუს. პროდიუსერი, იასონ ხომერიკი-სინთეზატორი, ირაკლი ჯანაშია- ვიოლინო, რიტმ გიტარა. კირაკოს მაზმანიანი- ბას გიტარა. ლევან სოლომკო- დასარტყამი ინსტრუმენტები.

2016 წელს ჯგუფში ცვლილება მოხდა და ვოკალისტების სახით დაემატა, ნანუკა გიორგობიანი და მარიტა გორდელაძე. სწორედ ამ წელს ჩაიწერა, ბევრისთვის ცნობილი ჰიტი ,,იები’’ მუს. ავტორი ედიშერ ლომაძე ტექსტი, თაკო გოგიჩაიშვილი. ამავე წელს მოხდა ტელე-რადიო პრემიერა.

2017 წელს ნანუკა გიორგობიანმა ევროვიზიის საკონკურსო შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა. ტექსტი სპეციალურად ნიუ იორკში დაიწერა ბიბი კვაჭაძის მიერ, მუსიკა კი ედიშერ ლომაძეს  ეკუთვნის.

2018 წელს ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ბიძინა კვერნაძის ყველასთვის ცნობილ ,,შემოდგომის ყვავილები’’-ზე. დასრულებული რიმეიქი გადაგზავნილი იქნა ანტვერპენში ბატონ გია ყანჩელთან. მიღებული შეფასებები სამუდამოდ დარჩება ჯგუფის თითოეული წევრის გულში.

2018 წლისთვის ჯგუფის მუსიკალური სახე ჟანრობრივად ძალიან მრავალფენოვანი იყო და ამანაც განსაზღვრა მეორე ალბომი. 2018 წელს გამოვიდა ჯგუფ ,,GEO PLANET’’-ის მეორე ალბომი.

2019 წელს ჯგუფმა განიცადა ცვლილება.  ჯგუფი დატოვეს ნანუკა გიორგობიანმა და ლევან სოლომკომ და იასონ ხომერიკმა. დასრტყამ ინსტრუმენტებზე მოწვეული იქნა ახალგაზრდა ვირტუოზი დრამერი, ლუკა ბურჭულაძე. სინთეზატორზე მოწვეული იქნა უნიჭიერესი გიორგი ტრაპაიძე, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის კონსერვატორიიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი. ვოკალი ჩაიბარა გრიგოლ ტვილდიანმა, რომელმაც წარმოუდგენლად მაგრად გაართვა თავი ჯგუფის ახალ შემოქმედებით რეალობას. ჯგუფმა ..GEO PLANET’’- მა დაიწყო ახალ ინგლისურ ენოვან პროექტზე მუშაობა, რომელიც მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიურად, დაიწერა 12 სიმღერა, ჩაიწერა უამრავი დემო ვერსია. 2019 წელს ჯგუფმა გამოუშვა ქართულ ენოვანი სინგლი ,,დრო’’ რომლის ტელე-რადიო პრემიერა შედგა იმავე წელს. ტექსტი ეკუთვნის ნიკო გომელაურს, ხოლო მუსიკა ედიშერ ლომაძეს.

2021 წელს უკვე პანდომიის პირობებში ჯგუფი ,, GEO PLANET’’ ახერხებს და  უშვებს კიდევ ახალ სინგლს ,, აგვისტო’ რომლმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. სიმღერის ტელე-რადიო პრემიერა იმავე წელს შედგა.

წელს ჯგუფმა გააკეთა მოსფლიო როკ კლასიკის შედევრები და სრულიად ახალი, სახეცვლილი კონცეპტით წარსდგა მსმენელის წინაშე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯგუფის ვოკალისტი გრიგოლ ტვილდიანი, ცნობილი როკ ვარსკვლავების ურთულეს სიმღერებს ერთნაირი ენთუზიაზმით ასრულებს, რითაც ძალიან დიდი მოწონება და აღრფრთოვანება გამოიწვია ქართულ და უცხოელ მსმენელში.

 

ედიშერ ლომაძე

მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი - გიტრარისტი

  • ტელ.: 579 252 006 
  • ელ-ფოსტა: 

 

ირაკლი ჯანაშია - ვიოლინო (მუსიკალური მენეჯერი)

გრიგოლ ტვირდიანი - ვოკალი

გიორგი ტრაპაიძე - სინთეზატორი

კირაკოს მაზმანიანი - ბას გიტარა

ლუკა ბურჭულაძე - დრამი

 

 

 

  • Deep Purple - Highway Star
  • AC/DC - Big Gun
  • Led Zeppelin - Black Dog and Immigrant Song
  • U2 - With Or Without You
  • Barselona
  • Golden Boy
  • Goo Goo Dolls – Iris
  • Billy Idol - Rebel Yell
  • Scorpions - Rock You Like A Hurricane
  • Led Zeppelin - Since I've Been Loving You
  • Deep Purple-Burn and Stormbringer
  • Led Zeppelin - Kashmir