22 აგვისტო, 2025

ზაირა ვადაჭკორია

ზაირა ვადაჭკორია

ზაირა ვადაჭკორია - შემოქმედებითი ბიოგრაფია

 

განათლება:

1975-1979 წლები ქ. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი - გუნდის დირიჟორის სპეციალობა.

1979-1984 წელბი ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობა - საკომპოზიციო ფაკულტეტი, საგუნდო - სადირიჟორო განყოფილება აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობა.

2006-2008 წლები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა. აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობა.

2009 -2012 წლები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტურანტურა. მიენიჭა სამუსიკო ხელოვნების დოქტორის აკადემიური ხარისხი, აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით.

 

შრომითი საქმიანობა

1996 წლიდან დღემდე ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

2023  წლიდან დღემდე აჭარის მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე.

1993 – 1996 წლები ბათუმის საოპერო თეატრის მთავარი ქორმაისტერი.

1988 - 1993 წლები აჭარის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

1984 – 1988 წლები  ბათუმის N 2 სამუსიკო სკოლის ბავშთა გუნდის ქორმაისტერი.

1985 - 2008 წლები ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო შერეული კამერული გუნდის ხელმძღვანელი.

2020 წელი საქართველოს ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი.

2000 – 2006 წლები ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორია. ასოცირებული პროფესორი, აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი.

 

ჯილდოები და პრიზები

1988 წელი საქართველოს კულტურის სამინისტროს „საპატიო დიპლომი“.

1988 წელი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საპატიო დიპლომი“

1997 წელი ქ. ვარნა (ბულგარეთი) პროფესორ ა. დიმიტროვის სახელობის 24-ე საერთაშორისო საგუნდო კონკურსი. „დიპლომი, მედალი, სიგელი“.

1998 წელი ქ. ანკარა (თურქეთი) II საერთაშორისო საგუნდო კონკურსი. დიპლომი/სერთიფიკატი. პოლფონიური მუსიკის ასოციაციის სერთიფიკატი.

1999 წელი აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭო - აჭარის ხელოვნების დამსახურებული წოდება

2004 წელი აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „დიპლომი“.

2006 წელი ჰარვარდის უნივერსიტეტის სერთიფიკატი.

2010 წელი I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ ენა და კულტურა“ სერთიფიკატი.

2011 წლიდან ყოველ წელს - თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „საპატიო სიგელი“ საგუნდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

2012 წელი საქართელოს პრეზიდენტის „ღირსების მედალი“

2012 წელი მე-7 საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ - იოსებ ბარდანაშვილის საავტორო კონცერტი „საპატიო სიგელი“.

2013 წელი ქ. რიგა (ლატვია) XXI საუკუნის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „საპატიო ჯილდო“.

2018 წელი ქ. რიგა (ლატვია) სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის 100 წლის იუბილე „საპატიო ჯილდო“.

2019 წელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი - „რჩეული ხელოვანი“.

2019 წელი საქართველოს ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი.

2019 წელი ტაო კლარჯეთის სამეცნიერო აკადემია „ოქროს მედალი“.

2019 წელი ქ. აბუგოშის (ისრაელი) ვოკალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „საპატიო სიგელი“.

2020 წელი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საპატიო ჯილდო“.

2022 წელი ქალაქ თბილისის მერია „საპატიო სიგელი“.

2022 წელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი „ წლის ხელოვანი“

2022 წელი აჭარის ა.რ.განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საპატიო ჯილდო“ -  საგუნდო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

2024 წელი ქ. ვილნიუსი (ლიეტუვა)  I ინტერნაციონალური საგუნდო კონკურსის ჟიური ( სპეციალური მიწვევით).

 

გამოქვეყნებული ნაშრომები:

2009 წელი მონოგრაფია, იოსებ კეჭეყმაძის საგუნდო ნაწარმოებების ინტერპრეტაციის საკითხი“, ილიასა და გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი გუნდების მაგალითზე (სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, საგუნდო პარტიტურებთან ერთად). გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი (125 გვ.).

2010 წელი სტატია, „იოსებ კეჭაყმაძის ორი საგუნდო ნაწარმოების ინტერპრეტაციის საკითხი“, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტების სამეცნიერო შრომათა კრებული. თბილისი (295-303 გვ.).

2010 წელი სტატია, „იოსებ კეჭაყმაძე და ქართულ-ეროვნული საგუნდო მუსიკა“. პერიოდული საერთაშორისო რეცენზირებული და რეფერირებული სამეცნიერო ჟურნალი „ხანძთა“ 3(8) ქუთაისი, თბილისი, (40-42 გვ.).

2010 წელი სტატია, „იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო ნაწარმოებები და გალაკტიონის ლირიკა“. I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ სამეცნიერო შრომები, ქუთაისი (138-143 გვ.).

2010 წელი სტატია, „საგუნდო ნაწარმოებთა ზოგიერთი საშემსრულებლო ასპექტი“  პერიოდული საერთაშორისო რეცენზირებული და რეფერირებული სამეცნიერო ჟურნალი „ხანძთა“ 5(10) ქუთაისი-თბილისი,  (91-93 გვ.).

სიახლეები

ყველას ნახვა