16-17 ივლისს, ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბათუმის" ვეტერანთა ჯგუფი ქალაქ სიდეში (თურქეთი) ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულ ქორეოგრაფიულ და ვოკალური ანსამბლების საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფება.
ფესტივალის ორგანიზატორებმა გულთბილი დახვედრა მოუწვყვეს ანსამბლის წევრებს. ფესტივალს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. საღამომ ანშლაგით ჩაიარა და ქართულმა ხელოვნებამ მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.
კონცერტის დასასრულს სცენაზე მიიწვიეს ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა, ბატონი ირაკლი მიესალმა ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა მოპატიჟებისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.
ფესტივალის ორგანიზატორებმა ქალაქ სიდეში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და კულტურული ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
ჩახურვა