ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ბათუმი"

ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,ბათუმი“ დაარსდა ქ. ბათუმის ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ ცენტრთან 2002 წელს, ბატონი დავით აბულაძის ხელმძღვანელობით.

2008 წელს ანსამბლი გაერთიანდა  ქ. ბათუმის მერიასთან არსებული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში.

რეოგანიზაციის შედეგად, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში  გამოცხადდა კონკურსი, სადაც შერჩეულ იქნენ  პროფესიონალი მომღერლები.

2008 წლიდან და მანამდეც ანსამბლი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფესტივალებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, გერმანიაში, დანიაში , უკრაინაში, იტალიაში, სომხეთში ;  თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში : სტამბულში, კუშადასში, კირშეჰირში, ორდუში, ხოფაში, ტრაპზონში და ქემალფაშაში. ასევე, მიიღო მონაწილეობა  ,,ჩვენებურების“ მიერ გამართულ ღონისძიებაში.

აღსანიშნავია საქართველოს კუთხეებში ჩატარებული კონცერტები ,  ესენია : ხულო, ქედა, შუახევი, ხელვაჩაური, სოფ.სარფი, ქობულეთი, გურია, რაჭა, კახეთი, სამეგრელო, ქ.ოჩამჩირე. აღნიშნულ კუთხეებში ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარსდგა ფოლკლორული ჟანრით.

ანსამბლი ასრულებს სხვადასხვა ჟანრის რეპერტუარს, კერძოდ : ქართულ ფოლკლორს, ქალაქურ ჟანრს, ესტრადას, ჯაზს, საგალობლებს, აკაპელებს. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის უცხოურ სიმღერებს.

თავისი მრავალფეროვანი რეპერტუარით ანსამბლი ხიბლავს და აცვიფრებს ქართველ და უცხოელ მაყურებელს.

2023 წლებში ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო მ.კუხიანიძის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალზე, სადაც ის დაჯილდოვდა.

2023 წლის 13 მაისს იტალიის ქ. პეზაროში ,,საქართველოს კულტურის დღეები პეზაროში“ ეგიდით ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო  ,,მსოფლიო საორღანო დღეების“ საფესტივალო პროგრამაში, რისთვისაც ანსამბლი წლის ბოლოს დაჯილდოვდა ქ. ბათუმის მერიის მიერ, მასში ღირსეულად მონაწილეობისთვის.

დღესდღეისობით, ანსამბლი მონაწილეობას ღებულობს ქ. ბათუმში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიცაა - საახალწლო კონცერტები, ბათუმობა, საზაფხულო კონცერტების სერიები, საქველმოქმედო და დაგეგმილ ღონისძიებებში.

ედუარდ გორგილაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი, 2024 წლიდან დღემდე

  • ტელ.: 555 11 55 69
  • ელ-ფოსტა: eduardgorgiladze3@gmail.com
  • მიღებული აქვს ჯილდო : ,,დიდოსტატი“.  ქ. ბთუმის მუნიციპალიტეტი . 2021 წ.

 

ნონა დიასამიძე

რეპეტიტორი

მიღებული აქვს ჯილდოები:

  • ,,ხელოვანი ბათუმისთვის“  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი , 2022 წელი;
  • ,,წლის ხელოვანი“ - ქ.ბათუმის კულტურის ცენტრი, 2022 წელი;
  • ,,ხელოვანი ბათუმისთვის “.  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, 2023 წელი;

 

თამარ სახიევა

კურატორი

  • ტელ.: 571 18 88 68

 

წინა წლებში ანსამბლში თანამდებობაზე მოღვაწეობდნენ:

  • აბულაძე დავითი - ხელმძღვანელი (ანსამბლის დაარსებიდან)
  • ხამათაშვილი ზაზა - რეპეტიტორი (2008-2010 წწ)
  • თარხნიშვილი ტაისა - კონცერტმაისტერი (2008-2010 წწ)
  • ასიეშვილი დალი  - ხელმძღვანელი (2010- 2011 წწ)
  • დოლიძე თემური - ხელმძღვანელი
  • თავბერიძე ანზორი - კომპოზიტორი
  • დევაძე სულხანი - ხელმძღვანელი,დირიჟორი (2021- 2023 წწ)
  • აბულაძე დავითი- ლოტბარი (2021-2023 წწ)

 

ანსამბლი შედგება 15 წევრისგან.

დაარსებიდან დღემდე ანსამბლის უცვლელი წევრები არიან: მაია დეკანაძე, თეა ბერიძე და ნათელა კონცელიძე

 

  • ბერიძე თეა -  მომღერალ-მსახიობი  
  • დეკანაძე მაია  -  მომღერალ-მსახიობი  
  • დიასამიძე ნონა -  მომღერალ-მსახიობი; რეპეტიტორი  
  • დოლენჯაშვილი ნინო -  მომღერალ-მსახიობი  
  • კონცელიძე ნათელა -  მომღერალ-მსახიობი 
  • ლორთქიფანიძე ნონა -  მომღერალ-მსახიობი 
  • მიქელაძე შორენა -  მომღერალ-მსახიობი 
  • პატარაია ნატალი -  მომღერალ-მსახიობი  
  • ნასარაია სოფიო -  მომღერალ-მსახიობი  
  •  საყვარელიძე ინგა -  მომღერალ-მსახიობი  
  •  სალუქვაძე მაია -  მომღერალ-მსახიობი; კონცერტმაისტერი  
  •  ჭაღალიძე ნინო -  მომღერალ-მსახიობი 
  •  ხილაძე გვანცა -  მომღერალ-მსახიობი  
  •  ჯაყელი ნანა  -  მომღერალ-მსახიობი  
  •  დევაძე სულხანი -  მომღერალ-მსახიობი  

 

ფონოგრამა

  • განდაგანა (პოპური)                                               
  • მეგრული სიმღერები (პოპური)                         
  • სიმღერა საქართველოზე ,,ლალე“                  
  • ბათუმი – ა.თავბერიძე                                                    
  • საქართველო – ა. თავბერიძე                                    
  • ,,ჰოიდა ნანა“ (პოპური)                    
  • უკრაინული სიმღერა                                                       
  • ბელორუსული საიმღერა                                            
  • თურქული 1                                                                
  • თურქული 2                                                        
  • ლაზური 1
  • ლაზური 2
  • ბათუმი და იალტა 
  • დოლური 
  • შენმა სურვილმა 
  • თენდები 
  • ღმერთი დიდია 
  • სიმღერა სამშობლოზე (პოპური) 
  • ქართულ-ლაზური სიმღერების პოპური 
  • მთიელთა სატრფიალო 
  • ,, ვუმღერით განდაგანას“ - მაია სალუქვაძე (საავტორო)
  • საქართველოს ჰიმნი 
  • სიმღერა ბათუმზე (ტუშიშვილი ) 
  • უკრაინული სიმღერა ,,ჩარივნა “ (კომპ.პაპტენკო)
  • ამერიკული სიმღერა ,,Be my love “
  • სომხური სიმღერა
  • შუბერტი  ,,ავე მარია “ 
  •  ,, Шум   берез“ - (კომპ.აზნაურიანი)
  • ,, Besame mucho“
  • ,,დედის ხმა “  (სიმღერა კ/ფ ,,ნინო “) 
  • ფესვები
  • ,,ალილო “-  მაია სალუქვაძე (საავტორო)
  • ,,მოგონება “- მაია სალუქვაძე (საავტორო)
  • ჩარი -რამა (პოპური)
  • თოლია
  • სიმღერა საქართველოზე (რ.სებისკვერაძე)
  • ი.გურგულიას სიმღერების პოპური
  • ,,გამოდი, გამოდი “ ( კ.პევზნერი)

 

ინსტრუმენტული ნომრები:

  • რაჭული  
  • განდაგანა 
  • მეგრული – დიდოვ ნანა 
  • მეგრული – ასე ჩონგური  
  • მეგრული – აშო ჩელა  
  • ლაზური     
  • აყვავებულა  
  • ხმა უცნაური 
  • ხმელ გორზე ლივლივებს 
  • გურული სატრფიალო  
  • გურული შემოძახილი 
  • თუშური სატრფიალო
  • აფხაზური 1
  • აფხაზური 2
  • ჩემო სამშობლოს ველებო
  • სატრფიალო სიმღერა  
  • არხოტო
  • რა ლამაზია თუშეთი
  • თუშური პოპური 
  • თუ ასე ტურფა იყავი
  • ზოგი იგრეთი ქალია
  • ყოროფარძა (მეგრული) 
  • აფხაზური შრომის სიმღერა 
  • სისონაი დარჩიაი 
  • დილილმე გამათხოვებენ 
  • იახლ ჯან ქურდულად 

 

,,ა“ კაპელა

  • შემოძახილი (აჭარული)
  • ნანინა
  • ჩონგური
  • აფხაზური
  • სვანური
  • ლაზური
  • ჩაღმა ჩაყრილო ვენახო
  • იმერული მგზავრული
  • გურული  (დილა ვო დილა)
  • ხინწკალა
  • მრავალჟამიერი
  • აფხაზური ურმული 
  • ტურფანი სხედან ჩარდახსა
  • გურული სახუმარო- სატრფიალო
  • მირანგულა
  • საეკლესიო მრავალჟამიერი 

 

ტრიო 

  • აყვავილდა ნუში (კვერნაძე, ლაღიძე) 
  • სულის მანათობელო 
  • ღვინის აღმართს 
  • იაგუნდი
  • დეკემბერი (კომპ.მჟავია)
  • ცოტა კიდევ მოითმინე გულო ( კომპ.კვალიაშვილი)

 

საგალობლები

  • შენ ხარ ვენახი
  • სარწმუნოებით მოვედით
  • და ვითარცა
  • პატრიარქის ,,მამაო ჩვენო“
  • გურული ,,შენ ხარ ვენახი“
  • წმინდაო ღმერთო
  • ღმერთი უფალი
  • შენ გიგალობ 

 

სიმღერები გიტარის თანხლებით

  • ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს
  • პოპური გია ყანჩელის სიმღერებზე
  • ფუტკარი (ო. რამიშვილი)

 

  • 2010 წელი - ქალაქი ტერნოპოლი (უკრაინა) - „მსოფლიო ხალხთა საგალობლების ფესტივალ-კონკურსი | პრიზი - I ადგილი
  • 2011 წელი - ქალაქი ტერნოპოლი (უკრაინა) - მსოფლიო ხალხთა საგალობლების ფესტივალ-კონკურსი | პრიზი - II ადგილი
  • 2017 წელი - ქალაქი ტრაპიზონი (თურქეთი) – „საქართველოს დღეები ტრაპზონში“ | მადლობის სიგელი
  • 2022 წელი -  ჯილდო მელიტონ კუხიანიძის სახელობის ქართულ ხალხურ ფესტივალში მონაწილეობისთვის
  • 2023 წელი - ჯილდო მელიტონ კუხიანიძის სახელობის ქართულ ხალხურ ფესტივალში მონაწილეობისთვის
  • 2023 წელი - ქ.ბათუმის მერიის ჯილდო იტალიის ქალაქ პეზაროში ფესტივალში მონაწილეობისთვის