ჯავარდენი
ჯავარდენი -ქართული ხმლის სული მოძრაობაში
ქართული ცეკვა პლასტიკაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორიაა. მასში იკითხება ეროვნული ხასიათი, ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები და საბრძოლო პერიპეტიები.
საქართველო იტორიულად მეტალურგიის სამშობლოდ ითვლება. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე ფლობდნენ იარაღის დამზადების ტექნოლოგიას. ქართველი მჭედლების მიერ ტალღოვანი ფოლადის იარაღის დამზადების უნარით აღფრთოვანებული იყვნენ მოგზაურებიც და მკვლევრებიც. ძველებური რკინის, ქართულად - ჯალარის (ჯავარდენი, ჯავარიანი ლითონი) გამოყენების ტექნოლოგია მხოლოდ ქართველთათვის იყო ცნობილი, რომელსაც მსოფლიოში ბულატის სახელწოდებით იცნობენ. საქართველოში ეს ტექნოლოგია ფრიად გასაიდუმლოებული იყო და მას შფიცულები იცავდნენ. ამ ტექნოლოგიის საიდუმლოება, სამწუხაროდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს მუქარით, მოტყუებით და სხვადასხვა ხერხებით გაიტანეს საქართველოდან და ორი საუკუნის მანძილზე სრულიად აიკრძალა მისი გამოყენება ქვეყანაში.
დღეისათვის ერთეული ოსტატებია, რომელნიც ფლობენ ამ ტექნოლოგიის საიდუმლოებას და არის იმედი ჯავარის მახვილის დამზადების ოსტატების გაზრდისა. ცნობილიამ რომ ჯავარის მახვილი ერთდროულად „საათის ზამბარასავით დრეკადია და ერთნაირად ჭრის ბუმბულსაც და რკინასაც ისე რომ არ ბლაგვდება“.
ამ ისტორიული ფაქტით არის შთაგონებული ცეკვა „ჯავარდენი“, რომელიც ეხმაურება შეფიცულთა მიერ ჯავარის ხმლის დამზადებისა და გამოწრთობის პროცესს. ხმლის გამოყენების სხვადასხვა წესებისა და ტექნიკის ფლობას, რომელიც მოცეკვავეთა მაღალ საშემსრულებლო ოსტატობაში ვლინდება. ცეკვა იწყება შეფიცულთა ფიცის დადების ცერემონიალით და სრულდება ჯვარზე დაფიცებისა და საიდუმლოს შენახვის სიმბოლური რიტუალით.
დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;
კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.
ჩახურვა