ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ''ბათუმი''

 

ქ.ბათუმის მერიის  ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“  დაარსდა  1991 წელს. სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი  - ენვერ ხაბაძე - საქართველოს სახალხო არტისტი, მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატი.

ქორეოგრაფი - თეიმურაზ ბოლქვაძე - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, ენვერ ხაბაძის პრემიის ლაურეატი, საპატიო ბათუმელი.

 

კოსტიუმების მხატვარი - იამზე დოლაბერიძე - საქართველოს სახალხო არტისტი.

 

ამავე წელს ბათუმის  ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა ანსამბლის საპრემიერო კონცერტი, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ქორეოგრაფიის გამოჩენილი მოღვაწეები. ანსამბლის შემოქმედებამ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და გამოჩენისთანავე მოიპოვა მაღალი კლასის შემოქმედებითი დასის სახელი. გამოიკვეთა ანსამბლის ინდივიდუალური, თვითმყოფადი ხელწერა.

 

უმოკლეს დროში ანსამბლი გახდა არაერთი პრესტიჟული ფასტივალის ლაურეატი.

 

1995 წელს ენვერ ხაბაძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნის საიუბილეო საღამოზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ანსამბლის მაღალი შემოქმედებითი დონე. ქალბატონმა ნინო რამიშვილმა ხაზი გაუსვა ბატონი ენვერის ღვაწლს და აჭარის სასცენო ქორეოგრაფიის მნიშვნელობას ქართული საცეკვაო კულტურის განვითარების საქმეში. დიდი პატივისცემის და კოლეგიალობის გამოსახატავად ანსამბლ „ბათუმის“ სოლისტებთან ერთად ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის მოცეკვავებმა შეასრულეს ცეკვა „მოხეური“ და „ფარიკაობა“.

1998 წელს თბილისში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა ენვერ ხაბაძის შემოქმედებითი საღამო, სადაც ანსამბლმა ისევ აჩვენა მაღალი შემოქმედებითი დონე.

ენვერ ხაბაძის გარდაცვალების შემდეგ ანსამბლ „ბათუმს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 21 მარტის № 21 გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.32.040.000.674) მიენიჭა ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის სტატუსი.

შემდგომი შემოქმედებითი საქმიანობა გააგრძელა მისმა მოსწავლემ, ანსამბლის  სამხატვრო ხელმძღვანელმა და ქორეოგრამა თეიმურაზ ბოლქვაძემ. მან ანსამბლის სტილისა და ინდივიდუალობის შენარჩუნებით ახალი რედაქციით შექმნა ქორეოგრაფიული კომპოზიციები: „სადარბაზო“, „განდაგანა“, „ხორუმი“, „ლაზური“, „ფარიკაობა“, „ნაბდურა“, „აფხაზური“, „ოსური“ და სხვა და დღემდე წარმატებულად ხელმძღვანელობს ანსამბლს.

2003 წელს ენვერ ხაბაძის სხოვნის საპატივცემულოდ განხორციელდა ვოკალურ-ქორეოგრაფიულ-ლიტერატურული მოდერნისტული პროექტი „უსიყვარულოდ“ (რეჟისორი ზაზა სიხარულიძე , მხატვრები: ბესო ბესელია, გოგლა გოგიბერიძე),  რომელშიც ანსამბლ „ბათუმთან“ ერთად მონაწილეობდნენ: ვოკალური ანსამბლი „რიკი“, საბალეტო დასის მოცეკვავები და დრამატული თეატრის მსახიობები. ეს იყო საქართველოში პირველი პროექტი, სადაც მოხდა ქართული ხალხური ცეკვის, სიმღერის, ლიტერატურის და მოდერნის საუცხოო სინთეზი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე დარჩა ბათუმელი მაყურებლის მეხსიერებაში. 

2007 წლიდან ენვერ ხაბაძის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“ გაერთიანდა ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრთან.

2011 წელს თეიმურაზ ბოლქვაძემ ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად მოიწვია   ქართული ნაციონალური ბალეტის ცნობილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო პროექტის ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი - შალვა გოგუაძე. მან გაამრავალფეროვნა ანსამბლის რეპერტუარი და შექმნა რამდენიმე  საავტორი ქორეოგრაფიული კომპოზიცია: „იმერხეული“, „თუშ ქალთა სავედრებელი“, ‘ჯავარდენი“, „ქალ-ვაჟთა მთიულური“, „ალვანური“, „დოლი-დაირა“, „ხორუმი“, „მოხეური“, „ფარიკაობა“, „ხანჯლური“, „მხედრული“, ხონგა“, „ფარცა“, „ძველი თბილისის სურათები“

 

ანსამბლის თანამედროვე რეპერტუარის კოსტიუმების მხატვარია გოგლა გოგიბერიძე - აჭარის დამსახურებული მხატვარი.

 

2012 წელს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ხოლო 2013 წელს თბილისში რუსთაველის თეატრის სცენაზე ჩატარდა ანსამბლის საიუბილეო კონცერტები.

2017 წლის 1 სექტემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ  ასამბლ  „ბათუმს“ გაეხსნა  სახელობითი ვარსკლავი.

2019 წლის 12 დეკემბერს გაიმართა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის თეიმურაზ ბოლქვაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და საზახულო თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

2022 წლის 12 ნოემბერს გაიმართა ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის შალვა გოგუაძის  60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და ბათუმის საზაფხულო თეატრის წინ გაიხსნა მისის სახელობის ვარსკვლავი.

 

რთული იყო ანსამბლისათვის, ისე როგორც მთლიანად ქვეყნისათვის პანდემიის წლები, მაგრამ ანსამბლის ხელმძღვანელობის დაუღალავი შრომით, ბათუმის კულტურის ცენტრისა და მუსიკალური ცენტრის ჩართულობით განხორციელდა რამდენიმე ერთობლივი პროექტი. მათ შორის, ენვერ ხაბაძის სხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელმაც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა.

 

2021 წლის დასასრულს ანსამბლი დაჯილდოვდა „წლის გამორჩეული შემოქმედებითი კოლექტივის“ ნომინაციით. 

 

მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა ანსამბლს და მის ხელმძღვანელობას წილად 2022 წელს:

2022 წლის 15 ივნისს ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა. ბათუმის კულტურის ცენტრის, ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმის“ მთავარ ქორეოგრაფს, შალვა გოგუაძეს. 2023 წელს ანსამბლის ქორეოგრაფ-რეპეტიტორს ნუგზარ მიქაძეს.

ყოველი წლის დასასრულს. ქ. ბათუმის მერიის ორგანიზებით ჯილდოვდება კულტურის დარგში წლის წარმატებული ხელოვანები.  ღონისძიების ფარგლებში გამოავლენენ ხელოვანებს, რომლებმაც მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს და წვლილი შეიტანეს ეროვნული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ამ პროგრამის ფარგლებში ნომინაციაში „ხელოვანი ბათუმისთვის“ დაჯილდოვდნენ ანსამბლის რეპეტიტორები: მირანდა ბაღდადიშვილი და ნუგზარ მიქაძე. იმავე წელს ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი შალვა გოგუაძე დაჯილდოვდა წლის „რჩეული ხელოვანის“ ნომინაციაში და აჭარის არ განათლებისა და კულტრურის სამინისტროს პროგრამის „წლის ქორეოგრაფის“ ნომინაციაში.

 

2022 წელს ანსამბლი გახდა  გამარჯვებული ნომინაციაში „წლის კოლექტივი “.  

 

სხვადასხვა წლებში ანსამბლმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გამოჩენილი ქორეოგრაფებისა და მოცეკვავების ვარსკვლავის გახსნისა და საიუბილეო საღამოების საზეიმო ღონისძიებებში.

 

ანსამბლი ჩართულია ქალაქის და ქვეყნის კულტურულ ღონისძიებებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქველმოქმედებაში.

2022 წლიდან ბათუმის კულტურის ცენტრში დამკვიდრდა საზაფხულო კონცერტების სერია, სადაც ანსამბლი „ბათუმი“ საინტერესო და მრავალფეროვანი რეპერტუატით იღებს მონაწილეობას. კონცერტები ტარდება სრული ანშლაგით და დიდ  მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და პროფესიულ საზოგადოებაში.

2023 წლის 25 ნოემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა ანსამბლის დამაარსებლის, ქართული ცეკვის დიდოსტატის უდიდესი ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და არაერთი ცეკვის ავტორის ენვერ ხაბაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ენვერ ხაბაძის სახელობის ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“, ვაჟთა სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, სიმებიანი კვარტეტი და მოწვეული სტუმრები.  რეჟისორი მერაბ ლებანიძე.

ეს ღონისძიება დასრულდა მნიშვნელოვანი ფაქტით - საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გაიხსნა მოქანდაკე გიორგი კიკვაძის მიერ შესრულებული ენვერ ხაბაძის ძეგლი.

2022 წლის ნოემბერში ანსამბლმა მიიღო აკადემიურის წოდება და დღეს იგი იწოდება- ქ. ბათუმის მერიის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“.

თამამადშეიძლება ითქვას, რომ ეს პატარაანსამბლი გამოირჩევა ინდივიდუალურობით, თვითმყოფადობით, საკუთარი ხელწერით, საინტერესო ქორეოგრაფიით, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით და საცეკვავო ფოლკლორული ხელოვნებისადმი ფაქიზი, თანამედროვე და ახლებური მიდგომით. 

მის რეპერტუარში სასიამოვნოდ არის შერწყმული ძველი და თანამედროვე საცეკვაო ნიმუშები. ეს არის ანსამბლი, რომელიც ინარჩუნებს ქართულ საცეკვაო ტრადიციებს, მაგრამ არ დგას ერთ ადგილზე, ვითარდება და ამდიდრებს ქართულ საცეკვაო ხელოვნებას ახალი ქოეოგრაფიული კომპოზიციებით.

ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“ ქალაქის სავიზიტო ბარათია და მას თავისი, განუმეორებელი ნიშა აქვს მდიდარ ქართულ ქორეოგრაფიულ პალიტრაში.

 

 

თეიმურაზ ბოლქვაძე  

სამხატვრო ხელმძღვანელი სახელმწიფო ჯილდოები, წოდება

    • ტელ.: 
    • ელ-ფოსტა: 

 

შალვა გოგუაძე 

მთავრი ქორეოგრაფი სახელმწიფო ჯილდოები, წოდება

  • ტელ.: 
  • ელ-ფოსტა: 

 

ნუგზარ მიქაძე 

ქორეოგრაფ-რეპეტიტორი სახელმწიფო ჯილდოები, წოდება

  • ტელ.: 
  • ელ-ფოსტა: 

 

მირანდა ბაღდადიშვილი 

ქორეოგრაფ-რეპეტიტორი სახელმწიფო ჯილდოები, წოდება

  • ტელ.: 591 712 028
  • ელ-ფოსტა: m.baghdadishvili.ccb@gmail.com

 

ანსამბლის მოცეკვავე მსახიობები:

მამაკაცთა დასი

  • გიგლა მურადაშვილი 
  • ანზორ კახიძე 
  • ილია ზოიძე 
  • გიგა ბზეკალავა 
  • ლაშაგოგიტიძე 
  • გიორგი გოგიშვილი 
  • ჯუმბერ ურუშაძე 
  • ლევან გოგუაძე 
  • ნუკრი ლამპარაძე  
  • ლევან დიასამიძე 
  • მურთაზ შანთაძე 
  • გოგიტა ფილია 
  • გიორგი ვერძაძე 
  • ზურაბ გურგენიძე 
  • მიშიკო გურგენიძე      
  • გურამ ჭაკნელიძე 
  • კობა ათაბაგი 
  • გიორგი ჩხიტუნიძე 
  • ლექსო ღვინჯილია 
  • ნიკა სალვარიძე 
  • ირაკლი ფაჩულია 
  • მინდია ბერიძე 
  • ომარ ცეცხლაძე 
  • მიხეილ ბოლქვაძე 
  • ამირან დოლიძე 
  • ნიკა ბერიძე 
  • ბაჩანა დუმბაძე 
  • იოსებ ორაგველიძე 
  • ნიკა ნაკაშიძე 
  • მინდია ბერიძე 
  • კახა ჩიტაია 
  • ბუბა ფირცხალაიშვილი 
  • ნიკოლოზ კოპალეიშვილი -
  • გიგა სურმანიძე 
  • ლუკა ბოლქვაძე 

 

ქალთა დასი

  • ნინო ჯიჯავაძე 
  • სოფიო გოგიშვილი 
  • მაგდანა მხითარიანი 
  • ნათია ღლონტი 
  • რიტა სურმანიძე 
  • თეა ბერიძე 
  • მარიამ კოხია 
  • ანი ლომთათიძე 
  • ანნა შენგელია 
  • ანი ფირცხალაიშვილი 
  • ჯული მელაძე 
  • ეკატერინე გურგენიძე 
  • დიანა ნაჩაიძე 
  • მალვინა დარჩიძე 

 

მუსიკოსთა ბენდი

  • რუსლან მახარაძე - გარმონი
  • გურამი აბულაძე - გარმონი       
  • რევაზ ვარშანიძე - გარმონი
  • როლანდ კოჩალიძე - გარმონი
  • ედუარდ სამნიძე - დოლი
  • დავით ზაქარაძე- დოლი
  • თენგიზ ოქრუაშვილი - დოლი
  • ალექსანდრე ჩაჩანიძე - ფანდური, ჩონგური, ჭიბონი     
  • ელგუჯა ჯინჭველეიშვილი - სალამური, დუდუკი
  • ედნარ აბულაძე - ბასგიტარა   
  • გიგლა გაბაიძე - კლავიში

 

ანსამბლმა სხვადასხვა დროს კონცერტები გამართა მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში და საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყნებში: გერმანია, ბელგია, ესპანეთი, დანია, შვედეთი, შვეიცარია, პორტუგალია, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, ისრაელი, სირია, ბულგარეთი, სომხეთი, ერაყი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, საფრანგეთი, იტალია, უნგრეთი, ლატვია, უკრაინა და სხვა.

 

  • 1993, 1994. 1995, 1997 -თურქეთის რესპუბლიკა
  • 1996 სირია
  • 2000 საბერძნეთი
  • 2003 სასომხეთი
  • 2001 მაკედონია
  • 2001 სირია
  • 2002 ისრაელი
  • 2003 ესპანეთი
  • 2005 გერმანია, ბელგია, დანია
  • 2004 შვეიცარია
  • 2019 არაბეთის გაერთიანებული ემირატები

 

2013 წელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში საქართველოს კულტურის დღეები.

 

2014 წელი უკრაინის დედაქალაქის დიდ საკონცერტო დარბაზში „პალაც უკრაინა“ ანსამბლმა სპეციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღო ერთობლივ პროექტში ამერიკაში მცხოვრებ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოს ვასილი პაპადიუკსა და მის ორკესტრთან ერთად. ანსამბლის შემოქმედებამ უკრაინელი მაყურებლის დიდი სიყვარული და აღფრთოვანება დაიმსახურა.

 

2015 წელი ანსამბლი, როგორც საპატიო სტუმარი, მიიწვიეს პავლე ვირსკის სახელობის უკრაინის ცეკვის სახელმწიფო, აკადემიური დამსახურებული ანსამბლის საიუბილეო საღამოზე.  ანსამბლის გამოსვლამ მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფების საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. აღინიშნა მისი განსხვავებული სტილი და საშემსრულებლო ტექნიკა.

 

2015 წელი ლატვია ქალაქი იურმალა - საკონცერტო დარბაზი „ძინტარი“.

 

2016 წელი ანსამბლი დიდი წარმატებით გამოვიდა ლატვიის ხალხური ცეკვის VIII საერთაშორისო ფესტივალზე „სუდმარინა“ და დაიმსახურა მთავარი პრიზი -GRAND PRIX.

 

2018 წელი იტალია, ქალაქ აგრიჯენტოში ნუშის ყვავილობის 73–ე საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი-მთავარი პრიზი – GRAND PRIX.

 

2022 წელი ქალაქ ბურსაში გამართულ 34-ე კონკურს-ფესტივალზე - INTERNATIONAL GOLDEN KARAGOZ FOLK DANCE COMPETITION ანსამბლმა პირველი ადგილი მოიპოვა და გადაეცა პრიზი 5000 ევრო. ანსამბლი პარალელურად მიწვეულ იქნა ქ. ინეგოლში  საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე „ჩვენებურები“, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

2023 წელი თურქეთის რესპუბლიკა, კირშეჰირში იუნესკოს მუსიკალური ფესტივალი.

 

2022 წელი კირშეჰირის (თურქეთი) ნეშეთ ერთაშის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ტარდება იუნესკოს ეგიდით.

 

2023 წელი იტალია ქალაქ პეზარო - საქართველოს კულტურის დღეები.

 

2023 წელი პოლონეთი - XXXII საერთაშორისო ფესტივალი "მაისი ძველი მუსიკის თანხლებით".

 

2024 წელი უნგრეთი ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალი.

 

2024 წელი იორდანია ჯერაშის კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

2024 წელი საფრანგეთი - ლევილის ქართული ფესტივალი.

 

2024 წელი უნგრეთის რესპუბლიკა - ბათუმთან დამეგობრებული ქალაქი კესტჰეი, „აჭარის დღეები“ და ქალაქ კესტჰეისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.