ქალ-ვაჟთა მთიულური
ქალ-ვაჟთა მთიულური - მთის ექო სილაღეში
"ქალ-ვაჟთა" - არწივებისა და ჯიხვების სამყაროში ზეცასთან დაახლოებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიელეთა ნისლოვან მწვერვალებსა და მყინვარულ ხეობებში ეფემერული გაელვებაა.
ზეიმი მთაში- მოხერხებულობისა და უნარების დღესასწაული ახალგაზრდებს შორის. ცეკვა გამოირჩევა მამაკაცის მკვეთრი, იმპულსური, მოხერხებული და ქალთა ენერგიული, ტექნიკურიდა და სხარტი მოძრაობებით. მათი სილაღე და მოქნილობა ქმნის ბუნებრივ სირთულეთა წინააღმდეგობის ჰარმონიულ სურათს.
ქალ-ვაჟთა ლირიკული ნოტები და პულსაციური რიტმი მთის მკაცრი ბუნების ფონზე წარმოაჩენს თავისუფლებისმოყვარე მთიელების შეუდარებელ ხასიათს — სიმამაცეს, სიმტკიცეს, სისწრაფეს და ერთგულებას.
ეს ცეკვა პატივს მიაგებს მთის მკვიდრთა მძიმე ყოფას და მათ ხანგრძლივ მსხვერპლს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, რომელიც ლხინით და სიხარულით იცვლება. ქალ-ვაჟთა წყვილები იქცევიან მთის სამყაროს ელჩებად და ცეკვის ენით გვიყვებიან მეობრობაზე, სიყვარულსა და დაუღალავ ბრძოლაზე.
დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;
კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.
ჩახურვა