10 სექტემბერი, 2025

მოხევური

მოხევური

მოხეური  - მთის სული, მოძრაობის ჰარმონია

ცეკვა "მოხეური"  საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებიდან, პირქუში მთებიდან მოდის. ულამაზესი რეგიონის მკაცრმა საცხოვრებელმა პირობებმა, ოჯახის და ქვეყნის კეთილდღეობისათვის გამუდმებულმა ბრძოლებმა  თავისი კვალი დაუტოვა ხალხის ხასიათს და მათი ყოფის ამსახველ ცეკვებს.

მოცეკვავეთა მკაცრი გამომწვევი იერი ურთულესი ტეხილი დინამიურ-ექპრესიული მოძრაობები მაყურებელს პატივისცემის დამოკიდებულებას უღვივებს ამ ცეკვის მიმართ. ძლიერი, ტანადი მამაკაცების მკვეთრი-კუთხოვანი მოძრაობები სიმბოლურად გადმოსცემს მთის ცხოვრების სიძნელეს-გაუვალი ხეობები მხოლოდ ძლიერთა სამყოფელია.

ეს ცეკვა შეპარვით გადმოსცემს ქართველი მთიელი მამაკაცის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას. ვაჟთა შერკინება-შეჯიბრება საუკეთესოს გამოვლენის მიზნით აბნევს მაყურებელს, რადგან მისთვის საოცრად ძნელია ფავორიტის გამორჩევა. უზადო ქართველი რაინდები მტერსაც და მოყვარესაც პატივისცემის განწყობას უღვივებენ.

 დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;

კოსტიუმების მხატვარი-გოგლა გოგიბერიძე.

 

სიახლეები

ყველას ნახვა