განდაგანა
განდაგანა - „სილაღე, ლირიკა და ხალხური ორნამენტი“
ეს ცეკვა თვალსაჩინო მარგალიტია ქართულ ქორეოგრაფიაში. მასში საუცხოოდ არის გახსნილი აჭარელი ქალ-ვაჟის ლაღი და თავისუფალი ხასიათი . წყვილთა ურთიერთობა უფრო ფლირტის დონეზეა, განსხვავებით ცეკვა"ქართულისაგან". განდაგანა ღრმა პლასტებში გვიჩვენებს კუთხის ხასიათს, მამაკაცისა და ქალის ჰარმონიული ურთიერთობის მხატვრულ მეტაფორას.
ცეკვას ახასიათებს მსუბუქი საცეკვაო ლექსიკა და დახვეწილი ჟესტები. ქალის მოძრაობები რბილი და ნაზი ხაზებით გამოირჩევა, მაშინ როცა ვაჟის მოძრაობები ენერგიულობითა და დინამიკით ავსებს მათ. სწორედ ამ განსხვავებულ პლასტიკურობას შორის წარმოიშობა თანხვედრისა და თამაშის ეფექტი, რომელიც ცეკვას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.
მუსიკის მელოდიურობა, რიტმი და მტავალფეროვანი ინტონაცია ქმნის ცეკვის შინაგან სიმშვიდესა და არმონიას. ნახაზის წრიული თუ ხაზოვანი ორნამენტიკა და მოქნილი პლასტიკა მხატვრულ სრულოფილებამდეა აყვანილი, ხოლო მისი ლირიკული ხასიათი-სიყვარულისა და ბუნებრივი სილაღის სიმბოლური გამოხატულებაა. სახასიათო შემსრულებლების იმპროვიზაციული მრავალეროვნება კუთხის ხასიათის სრულ სახეს ქმნის.
დამდგმელი ქორეოგრაფი -თეიმურაზ ბოლქვაძე;
კოსტიუმების მხატვარი-იამზე დოლაბერიძე.
ჩახურვა