ხონგა
ხონგა - „გრაციოზულობისა და ვაჟკაცობის ჰარმონია“
ცეკვა-მოპატიჟება, ულამაზესი ოსური წყვილური ცეკვა. მას ისტორიულად ერთი წყვილი ასრულებდა, შემდეგ დაემატა რამდენიმე. ანსამბლის რეპერტუარში მას ასრულებს ოთხი წყვილი. ამ ცეკვის მთავარი იდეა ქალისადმი პატივისცემა და უზადო ვაჟკაცობის გამოვლინებაა. ცეკვა სრულდება ცერებზე. ვაჟი ერთი წამითაც თვალს არ აშორებს ქალს, თითქოს მისი დაკარგვის ეშინია. ეს არის გრაციოზული და დარბაისლუირი ცეკვა, სადაც ზედმეტი მოძრაობა და ემოცია დაუშვებელია. ქალები მამაკაცურ შემართებას უპირისპირებენ საოცარ გრაციოზულობას, ნარნარ სვლებს, ხელების მოზომილ პლასტიკას.
წყვილების მიერ შესრულებული პარტიები ორიგინალური, ამაღლებული და მონუმენტურია. გამიჯნურეული ქალ-ვაჟის ჰარმონიული ურთიერთობის განსხვავებული ინტერპრეტაციაა, რომელსაც ნახაზის დახვეწილი ორნამენტიკა ამძაფრებს ხონგა არის ნამდვილი დარბაისლობისა და დახვეწილობის ნიმუში, სადაც მოცეკვავის ყოველი მოძრაობა პრინციპულ სიზუსტეს, ჰარმონიას და ოსტატობას ასახავს.
დამდგმელი ქორეოგრაფი -შალვა გოგუაძე;
ჩახურვა