3 მაისი, 2025 12:00

ბათუმობა 2025

ღონისძიებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ 

 

სადღესასწაულო ღონისძიებებში ჩართული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები 

 

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი


 „აჭარის მუზეუმი“


 ბათუმის ბოტანიკური ბაღი


 ბათუმის სპორტული ცენტრი

 

 აჭარის „მხატვართა კავშირი"


 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია


სპეციალურად მოწყობილ დახლებსა და ჯიხურებში ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ, როგორც ხალხური რეწვის ნიმუშებს, ასევე ხელნაკეთ ნივთებს


ღონისძიების მონაწილეებს აქვე შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები, ზღვის პროდუქტები და სასმელები

საზეიმო ვითარებაში მოხდება ბათუმის თვითმმართველობის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების მინიჭება იმ პირებზე, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ბათუმის ისტორიაში, განავითარეს და თავიანთ შემოქმედებით სფეროში შექმნეს ბათუმელი თაობების ეპოქა

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალაქის კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობის წარმოჩენას


აყურებლის წინაშე წარდგებიან ბათუმის კულტურის ცენტრის ყველა შემოქმედებითი კოლექტივი და ბათუმში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილი სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები, ბათუმელი და მოწვეული სოლო შემსრულებლები


დაგეგმილი ღონისძიებები მორგებული იქნება ყველა თაობის ადამიანებზე, სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისათვის.

 

 3 მაისი 

კულტურული ღონისძიებები 

 


 12:00 - სასულე ორკესტრი


 13:00 - ქალთა აკადემიური კამერული გუნდი


 14:00 - ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი


 15:30 - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი


 16:00 - ეთნოფოლკ როკ ანსამბლი „ჯეო პლანეტი“


 18:00 - ქალთა ვოკალური ანსამბლი / ტრიო "გოგლაურა"


 19:30 - ქართული ფოლკლორის კონცერტი 


ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“ & ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი
 21:00 - კახაბერი და ხანუმები

 

მაისი 

კულტურული ღონისძიებები 

 

15:30 - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი

 

16:00 - საპატიო ბათუმელების დაჯილდოება


 საღამოს წამყვანი ბერდია კუტუბიძე


19:00 - გალა კონცერტი 


სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით


 საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე


შემსრულებლები: ქალთა კამერული გუნდი, მორის მელაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ნაკაშიძე, გვანცა ოსიყმაშვილი, მერაბიკო დოლიძე, ნიკო ბერიძე, სულხან დევაძე, რუსა თავართქილაძე, თათია კობალაძე, თამუნა მიქელაძე, ნონა კორიფაძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, ბათუმური კვინტეტი, სოფო ხალვაში & ბათუმური კვინტეტი

ივენთები

ყველას ნახვა