3 დეკემბერი, 2025 17:00

სიმებიანი კვარტეტი იჩირო კიკუტას გამოფენაზე

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი იაპონელი მხატვრის, იჩირო კიკუტას იაპონური მელნის ფერწერის ნამუშევრების გამოფენა — „იჩირო კიკუტა: სუმი-ე-ს სული“ საზეიმოდ გაიხსნა.
 
გამოფენაზე მუსიკალურ განწყობას ქმნიდა ბათუმის კულტურის ცენტრის სიმებიანი კვარტეტი.
 
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი, მსოფლიოში ცნობილი იაპონელი პიანისტი, მაესტრო, ტოშიკი უსუი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
გამოფენა, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება, საქველმოქმედო ფონდ ,,ლირას”, იაპონიის საელჩოს, აჭარის კულტურის სამინისტროს და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

ივენთები

ყველას ნახვა