სიმებიანი კვარტეტის 10 წლის საიუბილეო საღამო
14 ნოემბერი 17 საათი - ბათუმის კულტურის ცენტრის სიმებიანი კვარტეტი საიუბილეო კონცერტი - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში
- ხელმძღვანელი - ჯამბულ ლორთქიფანიძე
- I ვიოლინო, რეპეტიტორი - თეიმურაზ შალვაშვილი
- II ვიოლინო - ნუნუ კილაძე
- ალტი - ელისო აბუსერიძე
- ჩელო - მარიკა წერეთელი
2008 წელს კულტურის ცენტრის დაარსებასთან ერთად შეიქმნა ბათუმის კამერული ორკესტრი, რომლის ბაზაზე 2015 წელს შეიქმნა სიმებიანი კვარტეტი. კვარტეტის შექმნა დიდი შენაძენი და პრესტიჟია ბათუმისათვის. მოკლე დროის განმავლობვაში სიმებიანი კვარტეტი პოპულარიზაციას უწევს ევროპული და ქართული კლასიკური კამერული ჟანრის მნინშვნელოვან ნაწარმოებებს. კვარტეტის რეპერტუარშია 40-მდე ცნობილი ქართული და ევროპული კლასიკოსების ნაწარმოებები, აგრეთვე მელოდიები პოპულარული კინოფილმებიდან.
მისამართი: ბათუმის ხელოვნების სახელწიფო უნივერსიტეტი - ზურაბ გორგილაძის/ვაჟა ფშაველას ქ.№19/32
ჩახურვა